პროექტები და ღონისძიებები

                                  საგანმანათლებლო პროექტის გეგმა

1. პროექტის სახელწოდება:  "წილადები ყოველდღიურ ცხოვრებაში"

2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებებით: წილადების ცხოვრებისეულ პრაქტიკაში გამოყენება. მოსწავლეთათვის წილადების მნიშვნელობის გააზრება. მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება-განმტკიცება წილადების შესახებ. ტექნიკის ათვისება და საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება.

3. პროექტის აქტუალობა: აღნიშნული საგანმანათლებლო პროექტი უკავშირდება რეალურ ცხოვრებას. ეფუძნება მნიშვნელოვან სასწავლო ამოცანებს და შეესაბამება საგნობრივ სტანდარტს.
     პროექტის განხორციელების სხვადასხვა ეტაპზე ტექნოლოგიების გამოყენება ხელს შეუწყობს და გააძლიერებს სწავლის პროცესს. მოსწავლეები წარმოადგენენ თავიანთ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს ნამუშევრების გამოქვეყნებით, პრეზენტაციით, გამოფენით
აზროვნების უნარ-ჩვევების გამოყენება  წარმოდგენილ პროექტზე მუშაობის განუყოფელი ნაწილია. სწავლების მრავალფეროვანი მეთოდები ეხმარება სწავლის სხვადასხვა სტილის მქონე მოსწავლეებს  შეასრულონ დავალება მათი შესაძლებლობებისა და ინტერესის მიხედვით.

4. პროექტის მიზნები: წარმოდგენილი პროექტი ხელს შეუწყობს  მათემატიკის საგნის სწავლებას ძირითადი მიზნების მიღწევაში.
  • მოსწავლეებისათვის აზროვნების უნარის განვითარება;
  • მათემატიკის, როგორც სამყაროს აღწერისა და მეცნიერების უნივერსალური ენის ათვისება;
  • მათემატიკის, როგორც ზოგადსაკაცობრიო კულტურის შემადგენელი ნაწილის გაცნობიერება;
  • სწავლის შემდგომი ეტაპისათვის ან პროფესიული საქმიანობისათვის მომზადება;
  • ცხოვრებისეული ამოცანების გადასაწყვეტად საჭირო ცოდნის გადაცემა და ამ ცოდნის გამოყენების უნარის განვითარება.

5. მონაწილეთა ასაკი: მე-5 კლასის მოსწავლეები

6. ვადები ხანგრძლივობა: 2 კვირა

7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: პროექტის ფარგლებში მოხდება შესწავლილი მასალის გამეორება და შეძენილი ცოდნის განმტკიცება. მაღალი სააზროვნო უნარების განმტკიცება.


 მოსწავლეები დაუკავშირებენ შეძენილ ცოდნას ყოველდღიურ ცხოვრებას და გაარკვევენ:
  • რამდენად მნიშვნელოვანია სიზუსტე ადამიანის ცხოვრებაში?
  • წილადები ამდენად მნიშვნელოვანია, თუ მათი გამოყენების გარეშე უფრო მარტივი იქნებოდა დავალების შესრულება?
  • რაში ვიყენებთ წილადებს?
  • როგორ გამოიყენება წილადები სხვადასხვა პროფესიულ საქმიანობაში და რამდენად საჭიროა წილადები სხვადასხვა სამუშაოს შესრულებისას?
  • რამდენად ამარტივებს წილადების ცოდნა ცხოვრებას?
მოსწავლეები შეძლებენ:
  • როგორც ,,ექსპერტებმა“ გამოიყენონ კვლევის უნარ-ჩვევები სხვადასხვა სპეციალობის ადამიანების საქმიანობის შესახებ  ინფორმაციის მოძიების, მათი სამუშაოს  წილადურ რიცხვებთან დაკავშირების, შეგროვილი მასალის რანჟირების, დამუშავების  და დამაჯერებელი ზეპირი პრეზენტაციების გაკეთებისას.
  • მოიგონონ და ამოხსნან   სიტუაციური ამოცანები წილადების  გამოყენებით. ამოხსნილი ამოცანების შედეგების ანალიზის და  შეფასების  საფუძველზე  გააკეთონ დასკვნა  სხვადასხვა პროფესიებში წილადების გამოყენების მნიშვნელობის შესახებ.- „ სიზუზტე მართლაც ასეთი მნიშვნელოვანია?“

8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რსურსები: სახელმძღვანელო,  რვეული,მარკერები, სახაზავი,  კომპიუტერი, პროექტორი.

9. პროექტის მსვლელობა:

   აქტივობა
მოსწავლეებს შევთავაზებ პროექტის განხორციელების იდეას და პროექტის თემას. პროექტზე მუშაობას დავიწყებ  გონებრივი იერიშის გამოყენებით დავსვავ თემატური შეკითხვას - „როგორ ფიქრობთ წილადები მნიშვნელოვანია, თუ მათი გამოყენების გარეშე უფრო მარტივი იქნებოდა დავალებების შესრულება? გავეცნობი მოსწავლეების პასუხებს და ვთხოვ, კომენტარების სამუშაო რვეულში ჩანიშვნას.

აქტივობა - პროექტზე მუშაობის სცენარის გაცნობა  - წილადების ცნების და პრაქტიკაში გამოყენების  მნიშვნელობის გასაგებად, მოსწავლეები შეისწავლიან წილადების გამოყენებას  სხვადასხვა პროფესიულ საქმიანობაში. მოიძიებენ ინტერნეტში ან საჭიროების შემთხვევაში ჩაატარებენ გამოკითხვას.
მომავალი შეხვედრისათვის დაევალებათ წარმოადგინონ ჩანაწერები თემაზე - „წილადების გამოყენება  სხვადასხვა პროფესიულ საქმიანობაში
    შევახსენებ თემატურ შეკითხვას -როგორ გამოიყენება წილადები სხვადასხვა პროფესიულ საქმიანობაში და რამდენად საჭიროა წილადები სხვადასხვა სამუშაოს შესრულებისას? რამდენად ამარტივებს წილადების ცოდნა ცხოვრებას?  
   მოსწავლეებს ვთხოვ, სამუშაო დღიურებში ჩაინიშნონ შეკითხვებზე პასუხები. პროექტზე მუშაობის სხვადასხვა ეტაპზე პერიოდულად  შევაგროვებ დღიურებს მოსწავლეების მიერ წილადებზე მიღებული ცოდნის შესამოწმებლად.
მოსწავლეებს მივეცემ შესაძლებლობას, დამოუკიდებლად აირჩიონ პროფესია, მოიფიქრონ სიტუაციური ამოცანა შერჩეულ პროფესიაზე, გაარკვიონ  რამდენად მნიშვნელოვანია წილადები მოცემული პროფესიული საქმიანობისთვის და რა ზემოქმედებას ახდენს წილადების ცოდნა სამუშაოს ეფექტურად შესრულებაზე. გაამზადონ თვალსაჩინო მასალა - პრეზენტაცია (powerpoint-ში).

აქტივობა - ჯგუფების მიერ პრეზენტაციების მომზადება
კვლევის ფარგლებში მოსწავლეები შეაგროვებენ ინფორმაციას და შეადგენენ წილადების პრაქტიკული გამოყენების შესახებ ამოცანებს. შეგროვილ ინფორმაციებს, გადაიტანენ პრეზენტაციაში ( powerpoint-ის გამოყენებით )

აქტივობა -პრეზენტაციების ჩატარება
აღნიშნულ პროექტზე მუშაობის ბოლო დღეს დავუთმობთ ჯგუფების მიერ პრეზენტაციების წარმოდგენას. პრეზენტაციების დასრულების შემდეგ, განვიხილავთ შეგროვილ და წარმოდგენილ ინფორმაციებს. გავაკეთებთ დასკვნებს წილადების გამოყენების მნიშვნელობის შესახებ. წინასწარ შემუშავებული რუბრუკების გამოყენებით მოვახდენთ შეფასებებს.

10. საგანებთან/საგნობრივ ჯგუფებთან.ესგ-სთან კავშირი: მათემატიკა, ისტ.

11. პროექტის ხელმძღვანელი: სალომე ქველაძე

12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: salomeqvelaze@gmail.com

13. პროექტის ვებგვერდი/ბლოგი: salomeqvelaze.blogspot.com




No comments:

Post a Comment