Monday, July 16, 2018

„მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ“ პროექტების მიღება დაიწყო


„მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ“ პროექტების მიღება დაიწყო

10/03/2017
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი აცხადებს პროექტების კონკურსს „ევროკავშირისა და ევროპული ღირებულებების შესახებ სწავლების ხელშეწყობა სკოლებში“. პროექტების კონკურსი ცხადდება საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის.
კონკურსის მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ევროკავშირის შესახებ სწავლებისა და ევროპული ღირებულებების საუკეთესო პრაქტიკის ხელშეწყობა, დემოკრატიული იდეების პოპულარიზაცია და მოსწავლეების მიერ კონკრეტული თემების შესახებ ცოდნის შეძენა, გაღრმავება.
აღნიშნული კონკურსი წარმოადგენს 2016 წელს ჩატარებული კონფერენციის დასკვნით ეტაპს და მასში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ყველა სამოქალაქო განათლების, ისტორიის, გეოგრაფიისა და ქართული ენისა და ლიტერატურის საბაზო-საშუალო საფეხურის პედაგოგს.
პროექტები შეიძლება იყოს კვლევითი, შემეცნებითი, გამოყენებითი ან შემოქმედებითი ხასიათის. შინაარსობრივი თვალსაზრისით, ეს პროექტები შეიძლება მოიცავდნენ ისტორიის, გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების თემატიკას ან ინტეგრირებულნი იყვნენ სხვა ზოგადსაგანმანათლებლო საგნებთან.
სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით 2014 წლიდან ახორციელებს პროექტსმასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ. პროექტი ორი ეტაპისგან შედგება: პირველი ეტაპი კონფერენცია მასწავლებლებისათვის - „მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ“ და მეორე ეტაპი კონკურსი როგორც სემინარის მონაწილე, ისე პროექტის მეორე ეტაპზე ჩართვის მსურველი მასწავლებლებისათვის.
პროექტები მიიღება 2017 წლის 31 იანვრიდან - 2017 წლის 31 მარტის ჩათვლით.
პროექტები წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზეguidetoeurope@gmail.com

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მუსიკალური განათლების საერთაშორისო სემინარს უმასპინძლა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მუსიკალური განათლების საერთაშორისო სემინარს უმასპინძლა

13/07/2018
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მუსიკალური განათლების საერთაშორისო სემინარს "საზოგადოების მუსიკალური აქტივობა" უმასპინძლა. სემინარში მონაწილეობს აკადემიური და პედაგოგიკური წრეებიდან ჩამოსული 60 უცხოელი დელეგატი.
სემინარი რომლის ორგანიზატორი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან ერთად არის აიოვას უნივერსიტეტი (ISME) მოიცავდა მოხსენებებს, პრეზენტაციებს და ვორქშოფებს, ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა, სკოლამდელი განათლება, მუსიკალური განათლება საგანგებო საჭიროების მოსწავლეებისათვის, მუსიკა სკოლაში, ინსტრუმენტული და ვოკალური მუსიკის სწავლებაასევე, სემინარზე გაიმართა მუსიკალურ-თეატრალური წარმოდგენები.
ISME-ს 33-ე საერთაშორისო კონფერენცია „საერთაშორისო საზოგადოება მუსიკალური განათლებისთვის“ 15-20 ივლისს აზერბაიჯანში, ბაქოში ჩატარდება. წელს სემინარები ტარდება, ასევე ზალცბურგში, მიუნხენში, დუბაიში, ალმა-ატაში და სხვა ქალაქებში.
სემინარი ტარდება 1988 წლიდან და ხელმძღვანელობს 14 ქვეყნის წარმომადგენლებისაგან დაკომპლექტებული კომისია.

Tuesday, July 10, 2018

სივრცული ფიგურები

ჩემი პირველი ჩანაწერი ბლოგზე

    ეს არის ჩემი პირველი ჩანაწერი ამ ბლოგზე.
   დღეს ჩატარდა რიგით მე-4 ტრეინინგი, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში. დღეს შევისწავლეთ ბლოგის შექმნა და მასში მუშაობა. ამ პორტფოლიოში ეტაპობრივად გავაკეთებ ჩანაწერებს ჩემ პროფესიულ გამოცდილებაზე.
  იმედი მაქვს საინტერესო პორტფოლიო გამომივა.